მეუფე პეტრე: აბსურდია პროკურატურის მხრიდან სახელმწიფო მნიშვნელობის გახმაურებული საქმის სრულყოფილი გამოძიება

ეს განცხადება ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა ტვ „პირველის” ეთერში დავით გარეჯის თემის შესახებ საუბრისას გააკეთა.

„პროკურატურის სრულიად საქართველოს არ სჯერა. ჩვენ ვიხილეთ გადაყენებული და შემდეგ ისევ დაბრუნებული მთავარი პროკურორი. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ თაროზე შემოდებულ საქმეებს და ფრაზას „მიმდინარეობს გამოძიება”. ციანიდის საქმემაც დაგვანახა, რომ აბსურდია აღნიშნული პროკურატურის მხრიდან რომელიმე სახელმწიფო მნიშვნელობის გახმაურებული საქმის სრულყოფილი გამოძიება. არ არსებობს რაფალიანცის საქმიდან მოყოლებული და ა.შ. ეს არის სიმართლე”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად