მეუფე ნიკოლოზი: ვისაც ეჭვი გაუჩნდება, ნუ ეზიარება, რა აუცილებელია?! 1 თვის მერე ეზიაროს

ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირველები” განაცხადა.

“მე პირადად ასე მოვუწოდებდი მრევლს და ყველას, ვისაც ეჭვი გაუჩნდება, ნუ ეზიარებით, რა აუცილებელია?! 1 კვირის მერე ეზიარეთ, 1 თვის მერე ეზიარეთ, არა უშავს. ხალხი წლობით არ ეზიარებოდა გასულ დროს. რაღაცა ეპიდემიებიც იყო. ასეთი დროც იყო, რომ სიკვდილამდე არ ეზიარებოდნენ. ეს ზიარება ძალიან აუცილებელი კი არ არის იმისათვის, რომ ეკლესიის წევრი იყო. შეიძლება იარო და არ ეზიარო”, – განაცხადა მეუფე ნიკლოლოზმა.

კითხვაზე, საქართველოს საპატრიარქო იღებს პასუხისმგებლობას, რომ შეიძლება ამით მოხდეს ვირუსის გავრცელება ერთი კოვზის გამოყენების შემთხვევაში? – პასუხობს:

“მთელი გააზრებით და შეგნებით ვიღებთ, მინდა გითხრათ რომ გვაქვს უფლებაც და პასუხისმგებლობაც, რომ ეს უფლება ჩვენს თავზე ავიღოთ. მე პირადად ღვთისა და საზოგადოების წინაშე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ამაზე, რომ ჯერ ერთი არ მოხდება ეს და თუ ეჭვი გაჩნდა და რაღაცა კვლევებმა, რაღაცა გამოძიებამ მიიყვანოს ძიება იქამდე, რომ ეკლესიიდან გავრცელდა და ვიღაცამ კონკრეტულ ბარძიმს დაადო ხელი, ნუღარ მივა და ნუღარ ეზიარება”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად