მეუფე ნიკოლოზი ტყის კოდექსზე: ჩვენთვის ეს პრივილეგია კი არა პასუხისმგებლობა და მძიმე დავალებაა

ჩვენთვის ეს პრივილეგია კი არა პასუხისმგებლობა და მძიმე დავალებაა, – აღნიშნული განცხადება ახლქალაქის, მუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას იმ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ეკლესია-მონასტრებს შესაძლებლობა ექნებათ მათ გარშემო 20 კმ-ის ფართობის ტყე დაიკანონონ.

მეუფე ნიკოლოზი არ იზიარებს ოპოზიციის კრიტიკას იმაზე, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ ხელისუფლებისა და საპატრიარქოს გარიგება და წინასაარჩევნოდ თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს გული მოიგოს, რაღაც ისეთი უნდა აჩუქოს, რომელსაც გამოიყენებს.

“ეს პირივილეგია კი არა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან მძიმე დავალება.

წინასაარჩევნოდ თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს გული მოიგოს, რაღაც ისეთი უნდა აჩუქოს, რომელსაც გამოიყენებს და ტყე რაში უნდა გამოიყენოს?! საპატრიარქო დიდი ხანია მიმართავს, რომ ტყე უნდა გაშენდეს. ჩვენ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მთავრობა გვპირდებოდა. ამ შესაძლებლობით ფაქტობრივად დავალებას გვაძლევენ, რომ ტყის მცველები ვიყოთ, ასე გამოდის”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად