მეუფე ნიკოლოზი: თუ ყველა ადამიანს ვაქცინის გაკეთებას დააძალებენ, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება

ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირებმა კომენტარები გააკეთეს სინოდის სხდომის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, რომლის თარიღიც ამ ეტაპზე უცნობია.

კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს „ეშმაკისეული მოქმედება იქნება“.

” რაზეც მეუფე საბამ გააკეთა რეაგირება, იყო ის, რომ ეს ვაქცინა იქნება საყოველთაო. ანუ, ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებასო. ეს არის ნამდვილად ეშმაკისგან. თუ ყველა ადამიანს დააძალებენ რაღაცის გაკეთბას იძულებული გახდიან ყველა ადამიანს, რაღაც დააძალონ, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად