მეუფე ნიკოლოზი: თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არ უნდა აჩუქო, ისეთი რამ, საიდანაც სარგებელს მიიღებს

” თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არ უნდა აჩუქო, რამე ისეთი უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს”-ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მიღებულ ტყის კოდექსს “კურიერთან” გამოეხმაურა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ეკლესია ტყეს მოუვლის და ტყის დაცვის შესახებ მიღებული კანონები ძალაში რჩება.

“სიკეთეს იმისგან, რომ ხე-ტყე გადაეცემა ეკლესიას, ამ სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები. ტყეს არ ეცვლება სტატუსი, ტყე რჩება ტყედ. ის კანონები, რაც იცავს ტყეს, ძალაშია ყველაფერი. ასე რომ ტყე თუ მე გადმომეცემა, არავინ მაპატიებს, რომ ეს ტყე გავჩეხო ან გავყიდო. რა უნდა ვუყო – უნდა მოვუარო ერთადერთი. ჩემთვის ეს რთულია, დამატებითი დავალებაა, პასუხისმგებლობაა.

თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არ უნდა აჩუქო, რამე ისეთი უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს, ეკლესია რას ისარგებლებს არ მესმის,” – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად