მეუფე ნიკოლოზი: სკამის ჩარტყმა არ არის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ 2013 წლის 17 მაისს დაპირისპირებისას ქუჩაში ადამიანებით სკამით დევნას გამართლება არ აქვს, თუმცა ახსნა აქვს.  

მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, ის ამ ფაქტს არ ამართლებს, თუმცა,  “სკამის ჩარტყმა არ არის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება”.

„ეს სკამი საიდან მოიტანა ამ ადამიანმა იღლიაში ჰქონდა ამოდებული და სპეციალურად წამოვიდა რომ ვინმეს სკამს ჩავარტყამო?! როგორ წარმოგიდგენიათ, რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს, მაგრამ ახსნა აქვს, ადამიანი მწყობრიდან რომ გამოვა. ყოველ შემთხვევაში, სკამის ჩარტყმა არ არის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება, არ ვამართლებ ცუდია ძალიან -განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად