მეუფე ნიკოლოზი: ყველა მღვდელმთავარი ერთ აზრზე ვართ, გამორიცხულია ზიარების კოვზი ინფიცირების საშუალება გახდეს

ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირველები” განაცხადა.

“მღვდელმთავრებს ყველას ტავისი აზრი აქვს, მთელი დღე ვმუშაობდით ამ ტექსტზე. კოვზი შეიძლება გახდეს თუ არა ინფიცირების საშუალება, მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ აბსოლუტურად ყველა მღვდელმთავარს ერთი და იგივე აზრი აქვს, ეს არის გამორიცხული და ეს არის დაუშვებელი. ოღონდ ამასაც ახსნა უნდა. რას ვამბობთ, ამის ახსნა ადვილი არ არის, ეს არის საღვთო წესი. იესო ქრისტეს სისხლს და ხორცს ვეზიარებით. თუ ჩვენ ეს არ გვჯერა, კაპიკია ჩვენი ფასი და მაშინ ტყულად დავდივართ ეკლესიაში”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად