მეუფე ნიკოლოზი: მგონია, პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს

მგონია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეზიდენტის მაგივრად მე რა უნდა გითხრათ. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდი. სინოდმა გადაწყვიტა, გამოაქვეყნა ეს განჩინება. არ მგონია, პრეზიდენტმა უარი თქვას შეწყალებაზე, რატომ არ უნდა შეიწყალოს, მე არ ვიცი.

ჩვენ მეორეჯერ მივმართავთ უკვე პრეზიდენტს ასეთი თხოვნით. პირველად მხოლოდ სიტყვიერი მიმართვა იყო. შეწყალების პროცესი არის რთული, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში რთულად არის ეს ამბავი. გაურკვეველია, რა ლოგიკით იწყალებენ,რა ლოგიკით არ იწყალებენ“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად