მეუფე ნიკოლოზი: მეუფე პეტრე პატრიარქს სასიკვდილოდ იმეტებს,უნდა საზოგადოება აიყოლიოს – ეს ლინჩის წესია

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის(ფაჩუაშილი) განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართელი მეუფე პეტრე(ცაავა) საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II სასიკვდილოდ იმეტებს და ლინჩის წესით გასამართლებას ცდილობს – ამის შესახებ მიტროპოლიტმა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში განაცხადა”

მეუფე ნიკოლოზი: ჩვენ არავის არც ვკვეთავთ ეკლესიიდან და არავის ანათემას არ ვუცხადებთ  ჩვენ კი არ განვკვეთეთ ეკლესიიდან, ჩვენ დავუფიქსირეთ, რომ ის განკეთილია,  განკვეთა მისმა ქმედებამ… მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხაზს იქით აღმოჩენილიყო.

არ ვარ მე მეუფე პეტრეს წინააღმდეგ, ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი და ახლა ვერ გეტყვით, რომ ისევ მიყვარს… ისე მოიქცა, ძალიან მიყვარდა, ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა… ახლა მისმა ამ ერთმა საქციელმა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, ყველაფერი გადაწონა.

დიანა ტრაპაიძე: მეუფე პეტრემ თქვა – მე მყავს სინოდში თანამოაზრეები, მაგრამ არა თანამებრძოლეები. ფიქრობთ, რომ ამ ხაზს მიღმა შეიძლება სხვები აღმოჩდნენ?

მეუფე ნიკოლოზი: მეუფე პეტრეზე ვერ წარმომედინა, რომ ასე მოიქცეოდა, შესაბამისად ვის რა მოუვა თავში ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ნათქვამში არის რაღაც სერიოზული ტყუილი. თანამოაზრეები… რაც შეეხება დანაშაულის მხილებას, ის რომ ეკლესია უნდა იყოს რჯულის კანონზე დაფუძნებული, აქ მეუფე პეტრეს თანამოაზრე კი არ ვართ, ასე ვფიქრობთ ყველანი. თუ ამას ფიქრობს, მაშინ ის არის ჩვენი თანამოაზრე.

დაუკვირდით რა ფრაზებით ლაპარაკობს  ახლა კი ვერ ვიტყი ვინ თქვა, არ ვიტყვი რაზეა ლაპარაკი მაგრამ ბრალდებები არსებობს… ეს ხომ პირდაპირი ცილისწამებაა, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. იმას კი აღარ ვლაპარაკობ პატრიარქი როგორ გადაიტანს ამას, ლაპარაკია იმაზე, რა უნდა მას  – მას უნდა, რომ საზოგადოება დაარწმუნოს ამაში, და პატრიარქს ციხეში ხომ არ ჩასვამენ? შეიზიზღებენ და მოკლავენ, როგორ თვითონ გაიმეტა სასიკვდილოდ. ასეთი ცილისწამება  სასულიერო პირისთვის სიკვიდლია.

სასიკვდილოდ იმეტებს და უნდა ამაში საზოგადოება აიყოლიოს. ეს არის ლინჩის წესი, იესო ქრისტე ლინჩის წესით გაასამართლეს…

მეუფე პეტრე, რომ გამოვიდა და დაიწყო კითხვა, ყოველ მეორე სიტყვაში შეურაცხყოფას აყენებდა და მართლა გავაჩერეთ. ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა ტანსაცმელში მოკიდა ხელი, იმიტომ რომ ეს ეხებოდა პატრიარქს. ისე უყვიროდა… მართლა ხელით კი არ გაგვიგდია, რამდენიმე მღვდელმთავარმა გარემოცვა გაუკეთეთ და ვუთხარით – თუ შეიძლება გაბრძანდით…

მეუფე იაკობი გამოვიდა სინოდის სხდომაზე და თქვა – შემინდეთო, პატრიარქმა მიიღო მისგან ინფორმაცია. მაგრამ, აქ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან – თუ მთავრობის წევრებს უმტკიცდებათ ბრალეულობა ასეთ შეთქმულებაში და თუ ეს კრიმინალური დანაშაულია, სახელმწიფომ უნდა განიხილოს ეს საკითხი, დადგენილება მათ უნდა მიიღონ.

საეკლესიო წესების მიხედვით, პატრიარქს აქვს უფლება, რომ შეუნდოს ყველას, ყველაფერი. მე წინააღმდეგი ვარ დაუსაბუთებელი მტკიცებულების გარეშე ვინმეს რამე დააბრალო, მაგრამ, ასე წერია სახარებაში – ხე იცნობება ნაყოფისგან. ანუ, ხე რომ გაიზრდება, ნაყოფს რომ გამოიღებს, იმის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ რა ხეა. ნაყოფია ის რაც შეეხება მოქმედ ხელისუფლებას… რაც არ უნდა გააკეთოს ამ ხელისუფლებამ, როგორც არ უნდა გააკეთოს, ლაქად დარჩება ის, სერიოზულ ლაქად, რომ მან ვერ აღკვეთა პატრიარქის ხელყოფა.  საეკლესიო კანონის მიხედვით პატრიარქი ხელშეუვალია. ასევე საერო კანონის მიხედვითაც. მისი კონსტიტუციური უფლებაა ხელშეუვალობა და ეს არ არის დაცული, ხელისუფლებას უნდა აღეკვეთა ის ლინჩის წესი… მე არ ვიცი რა უნდა ექნა ხელისუფლებას, მაგრამ, მოქმედი ხელისუფლების დროს მოხდა პატრიარქის ხელშეუვალობის დრღვევა და ეს გრძელდება…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად