მეუფე ნიკოლოზი მეუფე ანტონზე: კურსში კი არ დაეჭვდა, ის არის აღშფოთებული, რატომ მოდის ამდენი სიძულვილი და ღვარძლი

ახალქალაქისა და კუმურდოსა ეპარქიის მიტროპოლიტი , მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ  დასავლური კურსის შესახებ მეუფე ანტონის მიერ გაკეთებული განცხადება კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და მისი ქადაგება სწორად გაგებული არ იყო. 

ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

„მე მინდა გკითხოთ, თავიდან ბოლომდე მოისმინეთ? თუ მოისმინეთ, მიკვირს, რომ ამას ამბობთ. მეუფე ანტონი კურსში კი არ დაეჭვდა, ის არის აღშფოთებული, რატომ მოდის ამდენი სიძულვილი და ღვარძლი. დღევანდელი თქვენის საუბარიც ამის გაგრძელებაა. მეუფე ანტონმა თქვა, რომ დააყენებს სინოდზე არა ევროპული ორიენტაციის საკითხს კი არა, ყურადღებით მოისმინეთ. პირდაპირ რომ ამბობს, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

შეგახსენებთ: ვანისა დაბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა საკვირაო ქადაგებისას განცხადება გააკეთა იმის შესახებ, უნდა გადაეხედა თუ არა ქვეყანას ევროატლანტიკური კურსისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად