მეუფე ნიკოლოზი: ჩვენ გეოგრაფიულად ევროპა ვართ, როგორ შეიძლება, პრორუსულები ვიყოთ

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ  საქართველო არის ევროპა და ამას ვერ შეცვლის ვერაფერი.

მეუფე ნიკოლოზმა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, რომ ვიღაცა ძალიან ცდილობს,  განწყობები შექმნას, რომ ეკლესიაში ანტიევროპული განწყობაა.

„ვიღაცა ძალიან ცდილობს, ეს განწყობები შექმნას,  რომ ეკლესიაში ანტიევროპული განწყობაა. ჩვენ ვართ ევროპა. ეს ჟვანიამ თქვა პირველად. ჩვენ გეოგრაფიულად ევროპა ვართ. „ვეფხისტყაოსანია“ ჩვენი მთავარი ნაწარმოები – აღმოსავლურ ფორმაში შეფუთული დასავლური ღირებულებები. 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ,  ამას ვინ შეეკამათება. როგორც შეიძლება, პრორუსულები ვიყოთ. მე თვითონ მაქვს განწყობა, როცა მიკრძალავენ რუსეთზე ლაპარაკს – რუსული პოლიტიკა არის მიუღებელი. მაგრამ რუსეთში არიან წმინდანები, რომლებიც გიჟდებოდნენ საქართველოზე. მაგალითად, სერაფიმე საროველმა თქვა, რომ ანტიქრისტე არ შეეხება მხოლოდ საქართველოს”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ: ვანისა დაბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა საკვირაო ქადაგებისას განცხადება გააკეთა იმის შესახებ, უნდა გადაეხედა თუ არა ქვეყანას ევროატლანტიკური კურსისთვის.

ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ის კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად