მეუფე ნიკოლოზი: არ მეგულება ასეთი ბარბაროსი სასულიერო პირი, რომ ტყე გაჩეხოს და გაყიდოს

ტყის გადმოცემა ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ეკლესიას უნდა დაევალოს ტყეზე ზრუნვა, – ამის შესახებ ახლქალაქის, მუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ტყე გადაეცემა ეკლესიას, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყე შენარჩუნდება.

“ძველი ქართული გამოთქმა არსებობს ასეთი, ტყე შეუნახეთ შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია. ასე, რომ ტყის გადმოცემა ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ეკლესიას უნდა დაევალოს ტყეზე ზრუნვა. მე არ მეგულება ასეთი ბარბაროსი სასულიერო პირი, რომ ტყე გაჩეხოს და გაყიდოს და აღარ იყოს ტყე. ასეთი რამე არ იქნება. ასე, რომ თუ ტყე გადაეცემა ეკლესიას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტყე შენარჩუნდება და ექნება ყველას. არც ტყეში შესვლას არავინ არავის არ აუკრძალავს”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად