მეუფე მელქისედეკი: “უპირველეს ყოვლისა ხვალინდელ სინოდის სხდომაზე უნდა მოვისმინოთ რა ხდება”

ამის შესახებ, მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა, ფოთში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“აქედან მივდივარ პირდაპირ თბილისში, დავესწრები სინოდის სხდომას. უპირველეს ყოვლისა უნდა მოვისმინოთ რა ხდება. მე მაგალითად ეს ინფორმაცია არ მქონდა, რაზეც ისაუბრა მეუფე იაკობმა, აქედან გამომდინარე ჯერ უნდა მოვისმინოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ რა მდგომარეობაში ვართ.  რა თქმა უნდა, სინოდის სხდომაზე იქნება კითხვები. მაგალითად, რა ხდებოდა, რა კონტექსტში, რა საჭიროება მოითხოვდა, ძალიან ბევრი კითხვა იქნება…“- განაცხადა მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე მექისედეკმა.

შეგახსენებთ, ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის გაკეთებული განცხადებების შემდეგ,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა სინოდის სხდომა 2019 წლის 31 ოქტომბერს 12:00 საათზე ჩანიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად