მეუფე მელქისედეკი გარეჯის საქმეზე: თუ სინოდი არ იმსჯელებს, შესაძლოა, რუსეთმა ომის პერიპეტიები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანოს

მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პოსის, მეუფე მელქისდეკის განცხადებით, საპატრიაქრომ თუ დროზე არ გადადგა სწორი ნაბიჯები, შესაძლოა, რუსეთმა ომის პერიპეტიები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანოს.

ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა გადაცემაში “ღამის მთავარი” განაცხადა.

“აუცილებელია წმინდა სინოდმა ამ საკითხებზე იმსჯელოს, თუ სინოდი არ იმსჯელებს და საპატრიარქო ასე მიუშვებს სასულიერო პირების ნებისმეირ გამონათქვას, შეიძლება ჩვენ მართლა გავეხვეთ ისეთი ომის ქარცეცხლში, რომ აქეთ გადმოიტანოს რუსეთმა, მაგალითად – ომის პერიპეტიები საქართველოს ტერიტორიაზე.

მე მიდნა მამა კირიონს ვკითხო, როდესაც ქალბატონმა პრეზიდენტმა ცნობილი გნაცხადება გააკეთა და იმის შემდეგ დაიწყო აზერბაიჯანული ჯარების ზემოთ ამოსვლა, აი იმ ქედზე – მაშინ, რატომ მის მეგობარ, დღევანდელ თავდაცვის მინისტრს არ მიმართა, რომ რაღაცა ემოქმედათ, თავდაცვის სამნისტროს ?!”, – იკითხა მეუფე მელქისედეკმა.

შეგახსენებთ: 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად