მეუფე მელქისედეკი: ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავი №12 ციხეში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ მივიდა.

“მის გათავისუფლებას მეც მოვაწერე ხელი და გავაჟღერე იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. მიმაჩნია, რომ ჩვენ სასულიერო პირებს შუამავლის შესაძლებლობა გვქონდეს და როგორმე გავაერთიანოთ ჩვენ ერი,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლამდე მეუფე მელქისედეკმა.

 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავი №12 ციხეში შეასახლეს.

კომენტარები
იტვირთება...