მეუფე მელქისედეკი: აშშ გვაძლევს მაგალითს, თუ როგორ უნდა იყოს დაცული რელიგიური პლურალიზმი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი სოციალურ ქსელში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს, სადაც აცხადებს, რომ აშშ საქართველოსთვის არ არის რიგითი პარტნიორი, იგი მეგობარი და ნამდვილი გულშემატკივარია, რომელიც გამორჩეულად აფასებს საქართველოს სუვერენიტეტს, ისტორიასა და კულტურას.

„ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე. ეს მოვლენა ბევრად მეტია, ვიდრე 1776 წლის 4 ივლისს, 13 კოლონიის წარმომადგენელთა მიერ მიღებული დეკლარაციის დღე – ამ თარიღით დაიწყო ახალი ეპოქა, რომელმაც ძირეულად შეცვალა მსოფლიო. როგორც რიგითი ქართველი და სასულიერო პირი, შეუძლებელია მადლიერი არ ვიყო იმ ძალისხმევისა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმართავს, რათა ჩვენი პლანეტის თითოეული წერტილი გახდეს უფრო მეტად თავისუფალი, მშვიდი, ეკონომიკურად განვითარებული და ძლიერი.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ის ღირებულებები, რომელიც ქრისტიანობიდან და ევროპული კულტურიდან აღმოცენდა, დღეს ყველაზე უკეთ ამერიკის შეერთებულ შტატებშია გამოხატული. სწორედ ამერიკა გვაძლევს მაგალითს, თუ როგორ უნდა იყოს დაცული პიროვნების თავისუფლება, რელიგიური პლურალიზმი თუ სხვა უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებები.

ვიმედოვნებ, რომ საქართველოში თქვენი ელჩად ყოფნის პერიოდში, უფრო მეტად გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა. უფრო მეტად გამტკიცდება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა”, – წერს მეუფე მელქისედეკი.

შეგახსენებთ: დღეს ამერიკას დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავია. ამ თარიღთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა ელჩმა კენი დეგნანმაც. მისი  განცხადებით, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ არასდროს ჩერდება ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და ადამიანის უფლებების დაცვას.

 

To the U.S. Ambassador
Extraordinary and Plenipotentiary
of the United States to Georgia,
her excellency, Miss Kelly C. Degnan

Your excellency,
It is a great honor for me to congratulate you on the Independence Day of the United States of America.

This event is much more than 4th of July, 1776, the day the Declaration was adopted by the representatives of 13 colonies; with this day has begun a new era that has fundamentally changed the world.

The United States is not an ordinary partner for Georgia, it is a friend and a real fan who appreciates Georgian sovereignty, history and culture. The United States of America truly rejoices every success of our country.

As an ordinary Georgian and clergyman, it is impossible for me not to be grateful for the efforts that the United States puts in around the world to make each place of our planet more free, peaceful, economically developed and strong.

It will not be an exaggeration to state that the values that emerged from Christianity and European culture are best expressed in the United States today. America gives us an example of how to protect individual freedom, religious pluralism or other vital democratic values.

I hoped that during your stay in Georgia as an Ambassador, the friendly relations between our two countries will deepen, i.e., Georgia-U.S. strategic partnership will be further strengthened.

Your excellency, once again, I extend my deepest respect to you and wish you and America good luck.

Praying for you,
Archbishop of Margveti and Ubisa,
MELKHISEDEK (KHACHIDZE)
04.07.2020

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად