მეუფე კალისტრატეს ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ

ქუთაისში ბაგრატის საკათედრო ტაძარში ქუთათელ გაინათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე ცხედარია დასვენებული. საკათედრო ტაძარში შეკრებილი სასულიერო პირების თქმით, მეუფე კალისტრატეს ბაგრატის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

სამღვდელოებას არ აქვს ინფორმაცია, თუ როდის დაკრძალავენ მეუფე კალისტრატეს და აღნიშნავენ, რომ ეს ილია მეორეს გადასაწყვეტია.

„ველოდებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, არ ვიცით როდის მოხდება მეუფის დაკრძალვა, თუმცა ვიცი, რომ ეს აუცილებლად ბაგრატის ტაძარში მოხდება. დაკრძალვის დღეს აუცილებლად ჩამოვა უწმინდესი და უნეტარესი და სწორედ მის ჩამობრძანების შემდეგ გადაწყდება დაკრძალვის ცერემონიალი“, – განაცხადეს სასულიერო პირებმა.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1938 წლის 20ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამდენიმე თვეში ეპისკოპოსად აკურთხეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...