მეუფე იობი ყინწვისზე: სინოდმა რატომ უნდა განიხილოს? მე უკვე განვიხილე, მღვდელმოქმედება ავუკრძალე მამა დავითს

ასე პასუხობს, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი კითხვას, უნდა განიხილოს თუ არა სასულიერო პირებს შორის მომხდარი ფაქტი საპატრიარქომ და წმინდა სინოდმა .

“სინოდმა რატომ უნდა განიხილოს? ეს არის განსახილველი ადგილობრივ ეპარქიაში. მე ეგ უკვე განვიხილე, მღვდელმოქმედება ავუკრძალე მამა დავითს. აი ეს არის სასჯელი, მეტი სასჯელი ჩვენ არ შეგვიძლია.

მამა საბა კი ჩვეულებრივად წირავს, ლოცულობს.

ახლა სასამართლო გაარკვევს ყველაფერს,“ – აცხადებს მეუფე იობი.

შეგახსენებთ, ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.

ამასთან, რუსი-ურბნისის ეპარქია სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და მედიასაშულებებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს, რომ “თითქოს თითქოს, ყინწვისის მამათა მონასტერში, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მონასტრის „წინამძღვარმა“ დავით „აქიაშვილმა“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად