მეუფე იობი: ეკომიგრანტებს აქვთ ჩვენი მიწები მითვისებული, ამას დაგიმოწმებთ და დაგიმტკიცებთ

ეკომიგრანტებს აქვთ ჩვენი მიწები მითვისებული, ამას დაგიმოწმებთ და დაგიმტკიცებთ, – ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა (აქიაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა.

მეუფე იობმა უარყო ინფორმაცია, თითქოს სასულიერო პირები ადგილობრივების ტერიტორიას ითვისებენ.

” ეკომიგრანტებს აქვთ ჩვენი მიწები მითვისებული, ამას დაგიმოწმებთ და დაგიმტკიცებთ. მათ სასულიერო პირების მიწები მიითვისეს. ლობიოს ვთესავთ, თუ რაიმე ბოსტნეულს, საქონელს უშვებენ და ყველაფერს ანადგურებენ. არავის ვავიწროვებთ და არავის ვდევნით. პირიქით, ხელშეწყობა გვაქვს, ყველანაირად ვეხმარებით.

ფერმა გვქონდა, ვუთხარით აჭარელ ეკომიგრანტებს, რომ შემოსულიყვნენ და დასაქმებულიყვნენ, არ ისურვეს. ალბათ, იქედან გამომდინარე, რომ თვითონ მუსლიმურ სარწმუნოებას მიეკუთვნებიან და ჩვენ ქრისტიანები ვართ.

ამ ურთიერთობას თვითონვე ერიდებიან. ეპარქიის არის რა თქმა უნდა, იქ მონასტრებია აშენებული და მონასტერი კერძო მფლობელობაში ხომ არ იქნება? საპატრიაროს უარი უთხრეს და ჩვენ, როგორც კერძო პირებმა, ეს მიწები შევიძინეთ იმის გამო, რომ ამ მიწებზე მონასტრები აგვეშენებინა, საძოვრებიც საკუთრებაში გვაქვს“, – აცხადებს მეუფე იობი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად