მეუფე იობი: ჩვენ უწმიდესს უნდა მოვუსმინოთ და არა ურწმუნო ხელისფლებას და ურწმუნო ექიმებს (ვიდეო)

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი მრევლს მოუწოდებს, კორონა ვირუსთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ექიმებს არ დაუჯერონ და მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მოწოდება გაითვალისწინონ.

„ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სასულიერო პირებს, ამ შემთხვევაში უწმიდესსა და უნეტარესს, რასაც ის მოგვიწოდებს, იმიტომ რომ ის არის შუამავალი ჩვენსა და ღმერთს შორის. მისი ლოცვა-კურთხევა უნდა იყოს მორწმუნეთათვის მთავარი და არა ურწმუნო ხელისფლების მოწოდება, ან ურწმუნო ექიმების მოწოდება.
თუ ჩვენ დავაკვირდებით კორონა ვირუსის შედეგად მოხუცებულები არინ გარდაცვლილები, როცა ისინი უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან ამ ვირუსით.
ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. მე ადრეც ვთქვი, წინა რეპეტიციაა იმისა თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი ამ საერთო, მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია კაცობრიობის კონტროლი, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობის შემოღება.
გარდაცვლილები არის მხოლოდ პათოლოგიური და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, რომლთაც მართლა ჩვეულებრივი ვირუსიც რომ შეხვდეს, შეიძლება გარდაიცვალოს. მაგრამ, ჩვენ ახლა აღდგომის მარხვაში ვიმყოფებით და სიკვდილზე გიმარჯვა უფალმა. მკვდრეთით აღდგა იესო ქრისტე, რიის უნდა გვეშინოდეს მართლმადიდებლებს“ – განაცხადა მეუფე იობმა ქადგებისას, რომლსი ვიდეოსაც “მთავარი არხი” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეგახსენებთმ stopcov.ge-ის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევაა; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 71; მათ შორის გარდაცვლილი – 3; კარანტინის რეჟიმში – 5034; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463;
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად