მეუფე იაკობი: ვფიქრობ, ანდრია სარიას ყველა საეკლესიო რეგალია ჩამოერთმევა, რადგან ცილისმწამებელია

“მე ვფიქრობ, ანდრია სარიას თუ რამე რეგალია აქვს საეკლესიო ყველაფერი ჩამოერთმევა იმიტომ, რომ ცილისმწამებელი ადამიანია”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

ბოდბელო ეპისკოპოსი მეუფე პეტრეს და მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ჰპირდება, რომ მორიგი სინოდის სხდომის შემდეგ ორივე დაკარგავს საეკლესიო ხარისხს.

” ვერასოდეს ვერაფერი ვერ დაამტკიცა , ქრისტე ძულს ამ სოფელს, სარიასაც ძულს იმიტომ, რომ ამ სოფლის შვილია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და თვითონაც იციან. ეგენი იმდენს იძახიან მაგაზე თვითონ გახდებიან შესამოწმებლები. ეკლესიის მტერია , მშიშარა კაცია , იმალებიან ისე დადიან . მე შემიძლია საქართველოში ნებისმიერ ადგილას გავიარო, მაგენი ქუჩაში რომ გამოვიდნენ, ქუჩაში თავს გაუტეხავენ, ერთი ტელევიზიებში თუ მიირბენენ.

მეუფე იაკობი ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა,

,,ძალიან სუსტად იყო როდესაც ერთ- ერთი ტეკევიზიის ვუსმინე და ელაპარაკებიდა მეუფე ანტონი, მეუფე საბასაც რომ ვუსმინე , მეუფე საბა იძახის, რომ მასეთი რამე არ მომხდარა . მეუფე იობი ამბობს, რომ ერის კაცებს შორის იყო .მე რაც არ ვიცი , რომ ვნახავ მეცოდინება. მე, როდესაც რამეს ვაშავებ ხო ვამბობ ხოლმე , ასევე მჯერავს, რომ ნებისმიერი სასულიერო პირი თუ დააშავებს იტყვის . ეკლესიაში ქრისტესთან იუდა იყო რა მოხდა ჩვენთანაც რამე შეგვეშალოს ამ ისტერიის ჟამს”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად