მეუფე იაკობი: ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, ეპისკოპოსები, მესიებად არ გამოვდგებით

ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ბოდბის მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

“ადამიანი თუ ვერ ხვდება, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, შენდობა უნდა ითხოვოს, ვინც გონიერია მან შეუნდოს და მერე ეს მაგალითი ყველას აჩვენებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, იმიტომ, რომ თუ ასე გავაგრძელეთ, ქვეყანას დავღუპავთ და გადავჩეხავთ.

მესია არავინ არაა ჩვენში, მესია ერთი გვყვავს და ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტეა და ვერც ერთი კაცი, ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, ეპისკოპოსები ვიქნებით თუ ვინ ვიქნებით, მესიებად არ გამოვდგებით”,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად