მეუფე იაკობი: ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი, ისე კი არა პეტრე რომ ჭორაობს ქალივით

რაღაც სერიოზულ ხალხზე მკითხეთ, კარგით რა, რა ცაავა”-ამის შესახებ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, ის ტყუილში ბევრს ამხელს

“რაღაც სერიოზულ ხალხზე მკითხეთ, კარგით რა, რა ცაავა. სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე გინდ მაგას და გინდ მე და შეხედავთ, ვინ არის ვისი იარაღი. ის ათინოგენე პეტრეს გავლენაშია, ყაზბეგიდან ერთად მოდიან და რასაც ეტყვის იმას აკეთებს.

ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო, იმიტომ, რომ თუ ასე გააგრძელეს, სათითაოდ ყველაზე, ვინც გამოჩნდება, ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი. ისე კი არა პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. გინახივართ შეშინებული ან ერში და ან ახლა? ჩემი ეშინიათ. იმის წინა სინოდზე რომ შევდიოდი, ხომ გადასცემდნენ ჩემზე, რომ მეუფე იაკობის საკითხი უნდა დაისვასო, მე სამართლიანად მივიღე რაც მივიღე, მაგრამ ვისზეც არ ფიქრობდნენ, ხომ ხედავთ იმას რა დაემართა, რა ფორმით გამოვიდა გარეთ. ცოტა ხანს გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, ბოლომდე იხმართ თქვენ თუ სხვები და გააგდებთ მერე,” – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, დღეს, მეუფე პეტრემ განაცხადა “ თქვენი მთავარეპისკოპოსი იაკობი არის საქართველოს ეკლესიისთვის იარაღი ეშმაკის ხელში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად