მეუფე იაკობი: “ციანიდის საქმეში” მეუფე პეტრეს გარდა, ზოგიერთი ბიზნესმენიც იყო ჩართული, ბიძინასთან რომ არის უშუალოდ დაკავშირებული…

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი  აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში სასულიერო პირებთან ერთად, გარკვეული პირები სახელმწიფოდანაც იყვნენ ჩარეული და ახსენებს ბიზნესმენს, რომელიც ამჟამად, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.

როგორც მეუფე იაკობმა “ტვ პირველთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა, მას აქვს საბუთები, რომელიც შუძლია მიწოდოს მთელ მსოფლიოს, სადაც დასტურდება, რომ “ციანიდის საქმეში” (და არა მხოლოდ) მეუფე პეტრე და დეკანოზი გიორგი მამალაძე ერთად იყვნენ.

“მე შემიძილია ისეთი საბუთები მოგაწოდოთ და მსოფლიოს მივაწოდო, რომ მეუფე პეტრე და დეკანოზი მამააძე ყვეაფერში ერთად იყვნენ” -განაცხადა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა ტიპის საბუთებს გულისხმობს, მეუფე იაკობმა დააკონკრეტა: “მკვლელობას, თუნდაც…”

“არა მარტო მეუფე პეტრე, სახელმწიფოდან ვიღაცეები ჩარეულები იყვნენ მაგ ამბავში. ზოგიერთი ბიზნესმენი იყო ჩარეული” -განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეკითხვაზე, თუ ვის გულისხმობს კონკრეტულად და ეხება თუ არა ეს “ციანიდის საქმეს”, მეუფე იაკობმა უპასუხა: “ვისაც თქვენ გულისხმობთ, იმას ვგულისხმობ. თუნდაც ზვიად გამსახურდიას დროს რომ იყო ვითომ ბიზნესმენი, მერე შევადნაძესთან რომ იყო ვითომ ბიზნესმენი…რომ იყო, კიდევ..რა ჰქვია წინა ხელსიუფლებას… სააკაშვილტან… და ახლა უშუალოდ ბიძნასთან რომ არის დაკავშირებული”-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად