მეუფე იაკობი: თუ ვერ მოილაპარაკეს, ჩათვალეთ, რომ არცერთ მხარეს არ უყვარს საქართველო

„არჩევნები მართლაც რომ გადადებულიყო, რა იქნებოდა? რომ ჩავატარეთ, რა მივიღეთ. უცხოელები, ჩვენი პარტნიორებიც გვეუბნებოდნენ. მოდით, მარტივად შევხედოთ, ვთქვათ, მარტო 90 კაცი შევიდა და სხვა არავინ, რა პარლამენტი იქნება?! ან თუნდაც მინისტრები ან სხვები აირჩიონ, ხომ ვიცით, რომ ნდობა არ ექნებათ.”

ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა დღევანდელ ქადაგებაზე განაცხადა, სადაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გამართვის საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს იმისთვის სჭირდება გონიერი პოლიტიკოსები, რომ ერს ემსახურონ და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ ძალაუფლება გაიმყაროს.

„არჩევნები მართლაც რომ გადადებულიყო, რა იქნებოდა? რომ ჩავატარეთ, რა მივიღეთ. უცხოელები, ჩვენი პარტნიორებიც გვეუბნებოდნენ. მოდით, მარტივად შევხედოთ, ვთქვათ, მარტო 90 კაცი შევიდა და სხვა არავინ, რა პარლამენტი იქნება?! ან თუნდაც მინისტრები ან სხვები აირჩიონ, ხომ ვიცით, რომ ნდობა არ ექნებათ. ავიღოთ მეორე მხარე, ვთქვათ გარეთ დარჩა, მე არც შესვლისკენ მოვუწოდებ და არც გარეთ ყოფნისკენ, უბრალოდ დავფიქრდეთ ქართველები, რისთვის გვინდა ხელისუფლება. ჩვენ გვინდა 150 გონიერი ადამიანი, რომ ქვეყანა მართონ. იმისთვის ხომ არ გვინდა, რომ ვიღაცამ ძალაუფლება გაიმყაროს. გვინდა, რომ ჩვენს ერს ემსახუროს. აშშ ჩვენთვის მთავარი სტარტეგიული პარტნიორია. ფიქრობენ, რომ ნატოზე ადრე ევროკავშირში შევალთ. შე დალოცვილო, ერთიც გელაპარაკება და მეორეც, ნუთუ ასე რთულია მოლაპარაკებაზე წასვლა?! საქართველო რომ უყვარდეთ, მაშინ მოილაპარაკებდნენ. თუ ვერ მოილაპარაკეს, ჩათვალეთ, რომ არცერთ მხარეს არ უყვარს საქართველო. ვერ ვხედავ დამაბრკოლებელ მიზეზს იმისთვის, რომ ვერ მოილაპარაკონ. ჩვენთან ისეთი სისტემაა შექმნილი, ვინც სათავეში მოვა, მერე სათავისოდ იყენებს. ძალოვანი სისტემაა, სასამართლო თუ სხვა“, – აღნიშნა მეუფემ.

მისი თქმით, „მეორე ტური ვიღაცისთვის არჩევანი იყო და ვიღაცისთვის სეირი“.

„ხომ უნდა დაფიქრდნენ, ვისი სახელით ლაპარაობენ. რაღაცაზე ხალხი ორივე მხარეზე გაბრაზებულია. იქით „ნაციონალური მოძრაობაა“. თვითონ შეხედონ, ერი მზად არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოუშვან ხელისუფლებაში? კარგად გადახედონ. ხელისუფლებასაც ამდენი ბერკეტი რომ აქვს და თბილისში ერთ რაიონსაც ვერ იგებს. ეს ჩემთვის ბევრის მანიშნებელია და თვითონაც ხვდებიან“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად