მეუფე იაკობი: რა ინფორმაციებსაც გავეცანი, ვთვლი, რომ ყველა ამ პანსიონში მუშაობას არ იმსახურებს

“ვახორციელებთ ცვლილებებს და დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისთანაც პრეტენზიები არ გვაქვს”, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა, სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს, ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განუცხადა.

„მე რა ინფორმაციებსაც გავეცანი, ვთვლი, რომ ყველა ამ პანსიონში მუშაობას არ იმსახურებს. ძალიან რთული სამსახურია. რაც არ უნდა მცირე დარღვევა იყოს, მე მივიღე გადაწყვეტილება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მეუფე იაკობის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში იმდენი ბავშვი დარჩება, რამდენსაც მოესურვება.

კომენტარები
იტვირთება...