მეუფე იაკობი: რა გაქვთ გაკეთებული, რომ გამოდიხართ და ეკლესიას ასე ებრძვით?! სად ყარს და ვისი ცხოვრების წესში ყარს, კარგად ჩაიხედეთ და რაც ხდებოდა

ახალგაზრდა კაცის სისხლი გინდა გამოიყენოთ?! ჯერ იცით რისგან გარდაიცვალა?! რისგანაც არ უნდა გარდაცვლილიყო, აკეთებთ იმას, რომ მისი ცხოვრება ყველას დაანახოთ. უნდოდა თავისი დაფარული მხარე ნახოთ? თბილისი პატარაა და იმიტომ ვლაპარაკობ, გამგები გაიგებს, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მეუფე იაკობმა ზოგიერთი მედიასაშუალება გააკრიტიკა და ისინი ოპერატორის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

„ახლა რომ გამოდიან, ნუთუ იმათ ჰგონიათ, გამოაკრეს აბრა „საპატრიარქო ყარს“, მაგათ მოვუსმენთ, მოვუსმენთ და პასუხსაც მიიღებენ. კი არ ვეხუმრები, მაგრამ პასუხს მიიღებენ საზოგადოებისგან. თან თავიანთ პოლიტიკოსებს აგინებენ, მიგვატოვეთ საჭირო დროსო და ჩვენ ვიზამთო. კარგად ვიცით, ხელმძღვანელობა რა გაყიდული სულების ხართ. რამდენი მთავრობა და თქვენი ერი გყავთ გაყიდული. ახლა სისხლიც გიხარიათ ხოლმე, ყოველი სისხლი გიხარიათ. ჰომოფობები თქვენ ხართ, იმიტომ რომ გძულთ ადამიანი, გძულთ ქრისტე და გძულთ ქრისტიანობა.

რა გაქვთ გაკეთებული, რომ გამოდიხართ და ასე ეკლესიას ებრძვით?! სად ყარს და ვისი ცხოვრების წესში ყარს, კარგად ჩაიხედეთ და რაც ხდებოდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ტელევიზია ახალისებს-ხოლმე ვიღაცებს, ჩვენი მტრები რომ არიან და ვითომ სიმართლეს, რომ ლაპარაკობენ. ალბათ, ჩვენთანაც მიხვდებიან, რამდენი მოფერებაა. არ შეიძლება მოღალატე ადამიანები ჩვენში. უნდა გავწმინდოთ. არ მინდა სახელების დასაელება, ვინ გამოგყვებათ თქვენ?!

ახალგაზრდა კაცის სისხლი გინდა გამოიყენოთ?! ჯერ იცით, რისგან გარდაიცვალა, რისგანაც არ უნდა გარდაცვლილიყო, აკეთებთ იმას, რომ იმის ცხოვრება ყველას დაანახოთ. უნდოდა თავისი დაფარული მხარე ნახოთ? თბილისი პატარაა და იმიტომ ვლაპარაკობ, გამგები გაიგებს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები
იტვირთება...