მეუფე იაკობი: ყველა ხელისუფლება ბოლშევიკი ხდება…არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ ყველაფერი კარგად იქნება

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი  “ქართულ ოცნებას” აფრთხილებს და მძიმე მომავალს უწინასწარმეტყველებს და ხალხისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

მეუფე იაკობი “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში პატრიარქის ქადაგებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შემთხვევითი არ ყოფილა ილია მეორის გადაგება, რომელმაც ნაპოლეონის სიტყვების ციტირება მოახდინა, რომ დიდებიდან სასაცილოობამდე ერთი ნაბიჯია.

მეუფე იაკობის თქმით, თავად ამ სიტყვებს სრულად იზიარებს, იმ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ახლა საქართველოშია და მისთვის უმძიმესი იყო 18 ნოემბრის დარბევის კადრების ნახვა.

“ვეთანხმები ნაპოლეონს, ყველაფერი მოსალოდნელია, თუ ამას გავყევით ძალიან ცუდ რამემდე მივალთ” – ამბობს მეუფე იაკობი.

მისი თმით, არც ერთ ხელისუფლებას ხალხის წინააღმდეგ არ გაუმარჯვია და გამონაკლისი ამ კუთხით არც “ქართლი ოცნება” იქნება. პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი აფრთხილებს ივანიშვილის გუნდს, რომ დღეს ისინი დგანან ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე, გაიმეორონ იგივე პოლიტიკური ბედი, რაც წინა ხელისუფლებებს გადახდათ:

“ძალა არის ხალხთან, ვერანაირ ნაბიჯებზე ვერ წავლენ, ძალა არის იქ, სადაც სამშობლოს სჭირდება, მთავარია ხალხი. ერთპარტიული მმართველობის გზით, თვითონაც ევროპაში ფიქრობენ, რომ შორს ვერ წავალთ. შევარდნაძის დროს ლამის დაღუპა ამ ტიპის მმართველობამ საქართველო, მიშას დროს ლამის დაღუპა საქართველო, მერე გაკეთებულიც აღარ ჩანს ხოლმე. შეხედეთ, როგორ მთავრდება ჯერ გამსახურდია გააძევეს საქართველოდან, მერე მოკლეს და მის გარემოცვას რაც მოუვიდა ვნახეთ, ზოგი გაიქცა, ზოგი დაიჭირეს. შევარდნაძე ფაქტობრივად კრწანისში იყო, მაგის გარემოცვიდანაც ბევრი გაიქცა, ბევრი დაიჭირეს. სააკაშვილსაც იგივე მოუვიდა პირველი ოქტომბერი დამთავრებული არ იყო დაიჭირეს მისი გარემოცვის წევრები” – განაცხადა მეუფე იაკობმა ინტერვიუში.

მღვდელმთავარი, მას და მთავრობას შორის განვითარებულ ურთიერთობაზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაზე მეტად გაქვს ბოლშევიკებს.

“პოლიტიკოსებს ვუყურე და ძალიან ცუდ განცხადებებს აკეთებდნენ ეკლესიის მისამართით, ცუდი უნდათ. თვითონ ისჯიან თავს, ან რობოკოპებით მისცხებენ, ან ღმერთისგან უარესს მიიღებენ, ამიტომ ეკლესიასთან ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ. ბრიუსელში საღად აზროვნებენ. ჩვენთან არის ბოლშევიკები, რაც მოვიდა ყველა ხელისუფლება ბოლშევიკი ხდება…არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ ყველაფერი კარგად იქნება” – ამბობს მეუფე იაკობი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად