მეუფე იაკობი: ყველა ჩვენიანია, პოზიცია თუ ოპოზიცია, დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე, ყველა ჩვენი შვილია, აბსოლუტურად

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა საკვირაო ქადაგებისას არჩევნებზე ისაუბრა და მრევლს უთხრა, რომ არ აქვს უფლება მან ვინმეს მოუწოდოს, ვის მისცეს არჩევნებში ხმა.

“სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტიები სექტას ემსგავსება. კაცი თუ მოვიდა ჩემთან არ უნდა მივიღო? რა ჩემი საქმეა, ვინმე პოლიტიკოსი თუ სხვა კონფესიასთან წავიდა? ვისაც სად უნდა, იქ წავა, თავისუფალი არჩევანი გვაქვს. ეს არ არის არჩევნებში ჩარევა. არჩევნებში ჩარევა თუ მინდა, სულ არ მინდა რაღაცა… გამოვალ და ვიტყვი, ამიტომ ჭკვიანად უნდა იყვნენ და ტყუილად ნუ გვაბრალებენ რაღაცას. ყველა ჩვენიანია, პოზიცია თუ ოპოზიცია, დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე, ყველა ჩვენი შვილია, აბსოლუტურად.

ჩემთან ვინმე მოვიდა და ხელი ვკარი? რაც უფრო მივდივართ არჩევნების ბოლოსკენ მით უფრო ბევრს ლაპარაკობენ. თუ უნდათ, რომ ჩავერიო, ნახავენ, როგორ ჩავერევი და არ მგონია, მათთვის სასიკეთოდ დამთავრდეს. ამიტომ, ჭკვიანად იყვნენ. იქაც როცა იქნება, როცა მიბრძანდებით თქვენ არჩევანს გააკეთებთ, მე როგორ უნდა გითხრათ, იმას მიეცით ხმა, რა ჩემი საქმეა? ერთადერთი კონსტიტუციით თავისუფლება რაც გაქვთ, ხმის თავისუფლებაა”, – განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად