მეუფე იაკობი: ქართველები ვართ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობა იყოს და არჩევნებიც მშვიდობით ჩატარდეს

ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბის დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა, სადაც წმინდა ნინოს ხსენების დღე აღნიშნეს.

ქადაგების დროს ბოდბელი ეპისკოპოსი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობას შეეხო და თქვა, რომ საქართველოში ვერ ხედავს ადამიანს, რომელსაც თავის პარტნიორებთან თუ მტერთან აჯანყება სურდეს.

„ხანდახან შევხედავ ხოლმე ტელესივრცეს და გეგონება არაფერი გვეშველება, ასეც არ არის. ვფიქრობ, რომ ქართველები ვართ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობა იყოს და არჩევნებიც მშვიდობით ჩატარდეს. მთავარია, ვისაც წონა აქვს პოლიტიკაში ისეთი განცხადებები არ გააკეთოს, რომ უცხოეთთან ურთიერთობა არ შეგვისუსტდეს.

მე ვფიქრობ, რომ ამერიკასთან და ევროპასთანაც კვლავ მშვენიერი ურთიერთობები გვექნება. ვერ ვხედავ საქართველოში ისეთ ადამიანს, რომ რომელიმე ქვეყანასთან, არა მარტო პარტნიორებთან, არამედ მტერთანაც აჯანყება მოინდომოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად