მეუფე იაკობი პოლიტიკოსებზე: რატომ “გირჩზე” არ იძახიან, სეკულარიზმი იმათ არ ეხებათ? ჩვენ იმიტომ, რომ მართლმადიდებლებს ვერ გვიტანენ

“სეკულარიზმზე სანამ ილაპარაკებთ, გაერკვიეთ თუ რა გვინდა როგორ იყო საქართველოში. დავით აღმაშენებლთან კიდევ კარგი ესენი არ იყვნენ, დაუწყებდნენ, ოთხი ბერით რატომ მართავ სახელმწიფოს. საქართველოს აღორძინების დრო მაშინ დაიწყო. ჩვენ არ გვინდა სკამები და ისინი … იცით, პირადად მე, სკამის მიმართ როგორი დამოკიდებულება გვაქვს, თავისუფლად შემიძ₾ია ნებიმიერს შეველიო. მთავარია, კაცმა ღმერთი არ დაკარგო”.

ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა სოფელ ხირსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა და პოლიტკოსების განცხადებებზე გაამხავილა ყურადღება, რომელიც ცოტა ხნის წინ მეუფის ინიციატივას მოჰყვა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებაში ეკლესიის შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

“ვუყურებ ხოლმე და რა ისეთი პოლიტიკური გამოცდილება აქვთ, იმ დღეს რომ ვთქვი ეკლესიაში…. ცოტა ხანი მაინც მოიცადე, გამოდიან და არა, არა, სეკულარული სახელმწიფოაო. საქართველო სეკულარული ჩვენს ეკლესიასთან მიმართებაში გახდა? აბა, ავიღოთ, თვითონ ვისთანაც არიან კავშირში – “გირჩი”. “გირჩმა” თავიდან შექმნა თავისი რელიგიური ორგანიზაცია, დღესაც არ დაუშლია. რატომ “გირჩზე” არ იძახიან, სეკულარიზმი იმათ არ ეხებათ? ჩვენ იმიტომ, რომ მართლმადიდებლებს ვერ გვიტანენ, ვერ გვიტანენ ქრისტიანებს, თან ვიღაცვიღაცეების დავალებითაც ლაპარაკობენ, თორემ ზოგიერთის პასუხი, ვისაც დიპლომატიაში გამოცდილება ჰქონდა და პოლიტიკოსად ჩამოყალიბებულია, იმათმა წესიერად თქვეს, კულტურულად მადლობა გვითხრეს, ჩვენ ჩვენ თავს მივხედავთო. რომ ვერ აკეთებენ ქვეყნის საქმეს ისევ, რომ ეკლესიას შეუძლია ბევრი საკითხი ერთად გავიაროთ. რასაც ჩვენ გვაგინებენ და ხელს გვიშლიან, რამდენი წელია, საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს და შეგვიძლია წავადგეთ. აუცილებელია შერიგება”-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობი მიმართავს ხელსიუფლებას და ოპოზიციას, კარგად გადახედონ, რა მხარდაჭერა გაქვთ ან ერთ, ან მეორე მხარეს და მოიქნენ ისე, რომ საქართველო, ჩვენი სახელმწიფო არ დააზიანონ.

“ნაცები” და “ოცნება” წლების მანძილზე 5%-ს გადალახევნ და ქვეყანას რა? მე ჩემი საქართველო მაინტერესებს, საერთოდ არავინ არ მაინტერესებს. ვიცი, რომ საქართველო იმათაც უყვართ, მაგრამ სკამისთვის ბრძოლა გონებას უბინდავთ ხოლმე. ხშირად ეშმაკი ისე აკეთებს კაცს ძირითადს არ ანახებს ხოლმე. კარგად გადახედეთ, რა მხარდაჭერა გაქვთ ან ერთ, ან მეორე მხარეს და მოიქეცით ისე, რომ საქართველო, ჩვენი სახელმწიფო არ დააზიანოთ. სეკულარიზმზე სანამ ილაპარაკებთ, გაერკვიეთ თუ რა გვინდა როგორ იყო საქართველოში. დავით აღმაშენებლთან კიდევ კარგი ესენი არ იყვნენ, დაუწყებდნენ, ოთხი ბერით რატომ მართავ სახელმწიფოს. საქართველოს აღორძინების დრო მაშინ დაიწყო. ჩვენ არ გვინდა სკამები და ისინი … იცით, პირადად მე, სკამის მიმართ როგორი დამოკიდებულება გვაქვს, თავისუფლად შემიძ₾ია ნებიმიერს შეველიო. მთავარია, კაცმა ღმერთი არ დაკარგო”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად