მეუფე ნიკოლოზი: პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული აზროვნებისა, ოპოზიციის არსებობა ქვეყანაში ჯანსაღი მოვლენაა

ამის შესახებ ჟურნალისტებთან მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.

“ჩემი ოცნებაა სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება, რომელიც როგორც ჩანს არ არის ადვილი მისაღწევი. თუ გადავხედავთ ისტორიას, რა დაუჯდა ამერიკას სამართლებრივი სახელმწიფო, როგორი სისხლის ფასად და ღმერთმა ეს სისხლი გვაშოროს.

ეს არ უნდა იყოს სიძულვილზე დამყარებული პროცესი.ჩვენ ერთმანეთი არ უნდა გვძულდეს, ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული აზროვნებისა, ეს სახელმწიფოს განავითარებს, ოპოზიციის არსებობა ქვეყანაში ჯანსაღი მოვლრნაა”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...