მეუფე იაკობი ოპოზიციაზე: რაც ეკუთვნით, ისე რომ მოვექცე, უბრალოდ გამოვა, რომ პოლიტიკოსების რაღაც ნაწილი დაზიანდებიან

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი, ოპოზიციას აკრიტიკებს და გაფრთხილებას აძლევს.

მისი განცხადებით,  როგორ მოქცევასაც ოპოზიცია იმსახურებს ისე რომ მოექცეს, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი დაზიანდება და ხალხი მათ სხვანაირად შეხედავს. 

“რაც ეკუთვნით ისე რომ მოვექცე, უბრალოდ გამოვა, რომ პოლიტიკოსების რაღაც ნაწილი დაზიანდებიან და ხალხი სხვანაირად შეხედავს, რომ ვთქვა, რას აკეთებენ და როგორ იქცევიან, როგორ ცდილობენ რომ ეკლესია ცუდად წარმოგვაჩინონ. ოპოზიციას ვგულისხმობ, მთავრობა რატომ უნდა ვიგულისხმო. ყველას არ ვიძახი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეკლესიაშიც მოდიოდა, ძალიან ბევრი გაემიჯნა. ხომ გახსოვთ, თავიდან როგორ დაიწყო, როცა უნდა მიეღოთ საგანგებო წესები, გახარებულებმა მისცეს ხმა საგანგებო მდგომარეობას, რადგან ეგონათ, რომ ეკლესიას ჩაკეტავდნენ. რომ მიხვდნენ გაბრიყვდნენ თავიანთ იმაში, მერე კი ნახეთ, როგორ იქცევიან. იმათ თუ უსმენენ, მეც მისმენენ”-განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად