მეუფე იაკობი ოპოზიციაზე: ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში ძალა იმდენი არ აქვთ, ხალხი ვერ გამოყავთ

ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა დღეს, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშორებით წირვა – ლოცვა ჩაატარა.

მეუფემ წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რამდენჯერმე მოუწოდა ხელისუფლებას და ოპოზიციას შერიგებისკენ.
მისი თქმით, თუ საჭირო გახდება, ეკლესია უფრო მეტ ხალხს გამოიყვანს ქუჩაში, ვიდრე ამას ოპოზიცია ახერხებს.

“დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებას ვთხოვ რომ მოხდეს შერიგება, სამწუხაროდ ჟურნალისტებიც არ აშუქებთ ხოლმე, იმიტომ რომ გაყიდვადი თემა არ არის. ძალიან ბევრს აქვს ერთმანეთზე გულის წყვეტა – ვერ განვითარდებით.

ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში ძალა იმდენი არ აქვთ, ხალხი ვერ გამოყავთ. წარმოიდგინეთ ახლა, ეკლესიას რომ დასჭირდეს და ხალხს დაუძახოს, ასე ცოტა ხალხი გამოვა? იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ისე ჩავერიოთ თუ ასე გააგრძელეს. ასე გაგრძელება არ შეიძლება, დაღუპავენ საქართველოს.
ცალცალკე ვერავინ ვერ შეძლებს. არც პოზიციას, არც ოპოზიციას პირადად მე, როგორც ვუყურებ. ყოველი საქმის ბოლო დასაწყისშივე უნდა ეძებოო. მე ვფიქრობ, რომ ის არ იციან მერე რა იქნება, ერთმანეთს დაეჯახნენ, თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობდეს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანი და უფრო გამოცდილია. თუ შევხედე, რომ ვერ იქცევიან, იქნება მესამე ძალა, მესამე ძალაში შეიძლება ამათგანაც იყვნენ ბევრნი, ორივე მხარეს ბევრი ძალიან კარგია, პროფესიონალები უნდა მოვიდნენ. მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ვისაც უყვარს საქართველო და სკამებზე არ უნდა იფიქრონ. ქვეყანას არ დავაშლევინებთ არავის, არ მივცემთ მაგის უფლებას” განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად