მეუფე იაკობი “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ვითომ ისე გადააბარეს ხელისუფლება. კარგად ვიცი როგორც იყო, სხვა შანსი არ ჰქონდათ, უნდა წასულიყვნენ

„მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, ბევრი წარმატება ჰქონდა, თუმცა ბევრი დანაშაულიც ჩაიდინა, ქართველი ადამიანის ღირსებას შეეხო“.

ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა სოფელ ხირსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მანვე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არსებულ სასამართლო სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ „ადეიშვილის კანტორა“ რა საქმესაც შეუკვეთავდა, მოსამართლეებიც იმას აკეთებდნენ, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, როცა სასამართლო მეტად დამოუკიდებელი და სამართლიანია.

„ვითომ ისე გადააბარეს ხელისუფლება. კარგად ვიცი როგორც იყო, სხვა შანსი არ ჰქონდათ, უნდა წასულიყვნენ. არ წავიდოდნენ და მაინც გაუშვებდნენ, მაგათზე არ იყო დამოკიდებული იმიტომ, რომ არ შეიძლება მასეთი რაღაცები აკეთო გარეთ, სამეზობლოში, ვისთანაც უთიერთობა გინდა, არავის უსმენდე. ეს უცხოეთიდან ვიცი, ვინც საქართველოსთან მაშინ პოლიტიკას ქმნიდა. იყო ახალი ხელისუფლება, ახალი იმედები გაჩნდა და კარგი რაც იყო, ეს არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. თუ შეკვეთა არ არის, ძირითადად სასამართლო სამართლიანად წარმართავს ხოლმე საქმეს. ძველად, რასაც „ადეიშვილის კანტორიდან“ შეუთვლიდნენ, იმას აკეთებდა სასამართლო. დღეს თითქმის იგივე მოსამართლეები არიან, თუ პოლიტიკურ ინტერსები არ იყო, კარგად ვხედავთ, მაშინ სწორად წარმართვა შეუძლიათ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად