მეუფე იაკობი: მერაბიშვილი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა?!

“თუ შეიძლება ვიღაცას, უცხოეთიდან ჩამოსულს მიჰყიდო, შაჰ-აბასის შვილთაშვილებს რომ მიჰყიდოთ, რატომ არ შეიძლება, ეკლესიას ჰქონდეს?”

ამის შესახებ  ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის საკითხზე საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკას.

მეუფე იაკობის განცხადებით, ეკლესია მზად არის საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს და ხალხს ტყე უკან დაუბრუნოს.

მეუფის განცხადებით,  “ნაციონალური მოძრაობის” დროს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილის ლობისტობით მესხეთ-ჯავახეთში ტყის დიდი ნაწილი განადგურდა.

„ტყეების გადაცემაზე რომ ატყდა ერთი ამბავი, მერაბიშვილი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა?! აბა ჩადით და მანახეთ, თუ არის იქ ტყეები დატოვებული. იქ დაბადებული არ ვარ, თორემ იქაც ვიზრდებოდი. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი არ დატოვეს, მარტო რუსებმა გააფუჭეს, რომ დაწვეს?! უარესი, აოხრებდნენ მაგან გააკეთა პირადად, ეგ ლობირებდა. როდესაც ჩინელებს 49 წლით გადასცეს პროტესტის გრძნობა გქონდათ რამე?! ვინც მოესწარით, რამე პროტესტის გრძნობა გქონდათ, ჩინელებმა რომ გაგვიჩეხეს ტყეები?! რა ნახა, რა მოიგო საქართველომ?! ვიღაცა ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა ხომ?! ძველად იყო შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი, პასუხი ვისზეცა გაქვთ მოსათხოვი იმას მოსთხოვეთ, ეკლესიამ ვის რა მისცა, ვის რა მიყიდა?! ტყის მართვის კანონი მიიღეს, იქ არის ეკელიაში მუხლი, თუ შეიძება ვიღაცას, უცხოეთიდან ჩამოსულს მიჰყიდო ხომ, შაჰ-აბასის შვილთაშვილებს რომ მიჰყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს და როცა დასჭირდება, ჩვენ მზად ვართ, ყოველთვის სახელმწიფოს და ჩვენ ხალხს დავუბრუნოთ. შეხედეთ ბოდბეში, აქ რა იყო და ახლა აქ წალკოტია”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად