მეუფე იაკობი: ჯვარი მწერია, უგულავა და ოქრუაშვილი მისაბაძები არ არიან-რურუასაც გაუშვებენ

” ჩემთვის, ჯვარი მწერია, უგულავა და ოქრუაშვილი მისაბაძები არ არიან, ბევრი ვიცი”-ამის შესახებ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა “მთავარ არხთან” განაცხადა.

” პოლიტიკა რომ ჩარეული იყო მაგაში, ჩანდა, ხომ არ მოგატყუებთ. თუნდაც, “მთავარი” ავიღოთ, რურუა არც ვიცოდი, ტელევიზიის მეწილე რომ ყოფილა. მე რასაც ვფიქრობ, ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში.

ჩემთვის, ჯვარი მწერია, უგულავა და ოქრუაშვილი მისაბაძები არ არიან, ბევრი ვიცი. რურუასაც გაუშვებენ. ტელევიზიის მეწილე რომ არ ყოფილიყო, ვის სჭირდებოდა, აქამდე დაიჭერდნენ, დაჭერა რომ სდომებოდათ, ვერ დაიჭერდნენ, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, ის 2020 წლის 14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად