მეუფე იაკობი გამყრელიძე-იმნაძეზე: ომის დროს პანიკებს ვინც თესავდა, მე კარგად ვიცი, იმათ რას უშვრებოდნენ

ბოდბელი მიტროოპოლიტი , მეუფე იაკობი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძისა და მისი მაოდგილე პაატა იმნაძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

“ექიმებს პატივს რომ ვცემდი და ზოგიერთს რომ ვუყურებ, ისე ლაპარაკობენ, ალბათ, როდესაც გინდა რომ უწინმძღვრო ხალხს, შეაბამისად სიმშვიდე უნდა გქონდეს, რომ გამოდხარ და პანიკებს თესავ. თუ ომია, ომის დროს პანიკებს ვინც თესავდა, მე კარგად ვიცი. იმათ რას უშვრებოდნენ” -განაცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალსიტებთან საუბრისას.

კიხვაზე თუ დააკონკრეტებს ვის გულისხმობს, მეუფე იაკობა განმარტა, რომ ამირეან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს გულსიმხობს.

“როგორ არა, ბატონ ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს. რომ გაჰკივიან ახლა და რომ გვიყვირიან, არავინ არ ვართ მაგათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ, ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ. იქნებ, ჩვენ არ ვიცით და ძალიან ბევრია დაინფიცირებული, გვითხრან მაინც… თავს თუ ვერ იკავებენ, სანამ გამოვლენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ ისა, მერე მოვიდნენ და დაგველაპარაკონ. ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც იძახის, რომ აღდგომას არ მიხვიდეთო. ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ. სხვა ექიმები გულიანი ადამიანები არიან და სხვანაირად იქცევიან. ამათი საქციელი, ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადრონ, რათა ღირსება შერჩეთ”- განაცხადა მეუფე იაკობმა

 

მეუფე იაკობი გამყრელიძე-იმნაძეზე:

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად