მეუფე იაკობი: ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ ბოდიში მოიხადონ!

ბოდბელი მიტროოპოლიტი , მეუფე იაკობი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძისა და მისი მაოდგილე პაატა იმნაძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

“როგორ არა, ბატონ ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს. რომ გაჰკივიან ახლა და რომ გვიყვირიან, არავინ არ ვართ მაგათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ, ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ. იქნებ, ჩვენ არ ვიცით და ძალიან ბევრია დაინფიცირებული, გვითხრან მაინც… თავს თუ ვერ იკავებენ, სანამ გამოვლენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ ისა, მერე მოვიდნენ და დაგველაპარაკონ. ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც იძახის, რომ აღდგომას არ მიხვიდეთო. ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ. სხვა ექიმები გულიანი ადამიანები არიან და სხვანაირად იქცევიან. ამათი საქციელი, ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადრონ, რათა ღირსება შერჩეთ”- განაცხადა მეუფე იაკობმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად