მეუფე იაკობი გახარიაზე: მასთან შეხვედრა არასდროს მსურდა იმის გამო, რასაც აკეთებდა. იმასაც გიდასტურებთ, რომ ეკლესიას ებრძოდა

“მე ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები.”

ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა და აღნიშნა, რომ დღესაც იმ აზრზეა.

“მტკიცებით ფორმაში ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ როცა დრო იყო და ვამბობდი, ყურადღება რომ მიექციათ, ალბათ აქამდე არ მივიდოდა საქმე. მე გავაკეთე ადრე განცხადება, რომ მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია ითხოვდა მაღალი თანამდებობის პირებიდან, რომ სასულიერო პირებზე, მღვდლებზე, ეპისკოპოსებზე შეეგროვებინათ კომპრომატები. მე ვთქვი ეგ საჯაროდ და მაშინ ძალიან ბევრი, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლებიდან, უარყოფდა. ვისაც ავალებდა, რამდენიმემ მითხრა, ვამოწმებდი სხვადასხვა მხრიდან ინფორმაციას და შემდეგ მაგათ სუნთქვას ყველგან ვგრძნობდი.

ფარული მოსმენები დიდი ბოროტებაა, მაგრამ უფრო დიდი ბოროტებაა, რომ ვიღაცამ აიღო, მოიპარა და გამოიტანა, რომ გავიდა ტელევიზიებში – ესაა უდიდესი ბოროტება. შეიძლება 3-დან 5%-მდე, ავიღოთ 7% – იყოს სიმართლე ჩანაწერები, დანარჩენები არის დააჯინეს ხალხი და აწერინეს ცნობები და კრებსები. მაგდენი მოსმენა ხო, მანიაკები თუ არ არიან და ძალაუფლება თუ არ გაქვს, გახარიას როგორც ჰქონდა პრემიერობამდე, მასეთი თუ არ გაქვს, ვერ იზამდა” – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, უცდია თუ არა მას გახარიასთან შეხვედრა, მეუფე აცხადებს, რომ ამის სურვილი არ ჰქონია.

„მასთან შეხვედრა არასდროს მსურდა იმის გამო, რასაც აკეთებდა. იმასაც გიდასტურებთ, რომ ეკლესიას ებრძოდა. ალბათ გუნდმა ერსაც უნდა მოუხადოს ბოდიში, რომ ასეთი კაცი გაეპარათ და ჰყავდათ გუნდში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები
იტვირთება...