მეუფე იაკობი ევროპარლამეტში: NATO არის ჩვენი არჩევანი, მთავარია ნატოც ჩამოყალიბდეს

ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ევროპარლამენტში სემინარზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები გაყინულია. არც ფიქრობენ ჩვენთან დალაპარაკებას. ჩვენი მიწა იყო და არის ისტორიული. რუსეთმა ზევიდან არ უნდა გვიყუროს და როგორც პარტნიორს, ისე უნდა გვიყუროს. ამ საკითხში ჩვენი ჩართულობა კარგი იქნება. დიდ მადლობას მოგახსენეთ, რომ ყოველთვის აღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ძალიან კარგია. უკრაინაზე ხშირად არის ლაპარაკი და ხშირად საქართველოს საკითხი გამოტოვებულია. გთხოვთ გაითვალისწინოთ და ყველგან უკრაინასთან ერთად ახსენოთ საქართველო. ჩვენც მშვიდობიანაც გვინდა გადაწყდეს. ისე, რასაც უფალი დაუშვებს, ჩვენ მზად ყველაფრისთვის ვართ. ამერიკაშიც ვიყავით. დღეს ბრიუსელში ვართ და ხედავთ ჩვენს მეგობრობას. მრევლიც ისეა, რომ პრობლემებამდე საქმე არ მიგვყავს, თუ შენდობას ვითხოვთ. ტოლერანტობა ალბათ ჩვენგან უნდა ისწავლოს ევროპამ. შეგვიძლია ტოლერანტობაში მაგალითი მოგცეთ. მრავალი საუკუნეა თბილისის ცენტრში ყველა სალოცავია. გენეტიკურად ტოლერანტები ვართ. ცოდვის მიმართ ტოლერანტები ვერ ვიქნებით. მეც რომ ცუდი საქმე გავაკეთო, მაშინ ესეც დასაძრახია. სხვებზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ. ჩემი საქმე არაა სხვას მოვუწოდო როგორ იცხოვროს და თავად თუ მკითხავს, მაშინ მოვახსენებ ჩემს აზრს. მოლდოვასაც, უკრაინასაც და საქართველოსაც დაუჭირეთ მხარი. გავა დრო და ჩვენ ღირსეულად მოვემზადებით. ჩვენი სახით ერთი ღირსეული წევრი შეგემატებათ ევროკავშირში. ეს არის თავისუფალი ქვეყნების თავისუფალი კავშირი. როგორც მრავალშვილიანი ოჯახია ძალიან კარგი, ასევე საქართველოს და უკრაინის შეერთებაც კარგი იქნება. ნატო არის ჩვენი არჩევანი. მოსახლეობის უმრავლესობას სურს გაწევრიანება ნატოში. მთავარია ნატოც ჩამოყალიბდეს. იქაც დაიხვეწება ყველაფერი და კითხვებს ჩვენთანაც არ დატოვებს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა. როლის გამოსვლის ტესტსა “იმედინიუსი” ავრელებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად