მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: ოდნავ მართალი რომ ყოფილიყო, პატრიარქიც და მეც დავუდგებოდით გვერდით

ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ განაცხადა.

” ჩემთვის დეკანოზი კი არა, იცით საკვირველი რა არის? – სოხუმი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა გაწუხებდეთ. ასევე ნებისმიერი პატიმარი – ვაჟას როცა გაუჭირდა, დავუდექი გვერდში და დავეხმარე. ის რომ ოდნავ მართალი ყოფილოყო, პატრიარქი დაუდგებოდა და მეც დავუდგებოდი გვერდით.

ცნობისთვის, ოთხთვიანი მორატორიუმის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 მსჯავრდებული შეიწყალა. თუმცა, მათ შორის არ არის „ციანიდის საქმეში“ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.
იყო მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს წმინდა სინოდის წერილს გაითვალისწინებდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად