მეუფე იაკობი: ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იტყვის უცხოეთი – როდესაც უცხოეთში ხდება ხოლმე არეულობები ჩვენ არ ვერევით იმაში

ბოდებელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობის განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ 5 ივლისს, ვინც ძალადობრივი ჯგუფების უკან იდგა, პროვოცირებას აპირებდნენ და ეს ეკლესიას არ აწყობდა.

“ზოგადად, სასულიერო პირები არც დაჭერაზე ფიქრობენ, ყოველთვის შემწყნარებლები ვართ, 5 ივლისს რაც ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, ასე ვთქვათ ჟურნალისტების დარბევები, ვის აწყობდა მაგი. ეკლესიას რომ არ აწყობდა, ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, რომ ის ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ, მათ უკან ვინც იდგა, უშუალოდ თაბაგარზე არ ვლაპარაკობ და სხვებზე, აძალებდნენ არ შეეცვალათ და არ გადაეტანათ… მაგის პროვოცირებებს რომ აპირებდნენ, ვიცოდი. როდესაც დაანონსებული იყო, რომ უნდა ჩატარებულიყო მარში, იმაზე საზოგადოებამ გამოხატა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია. ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იტყვის უცხოეთი. ჩემთვის ჩემი ხალხი არის მთავარი. ისინი შეიძლება ბევრ რამეში ცდებოდნენ… როდესაც უცხოეთში ხდება ხოლმე არეულობები ჩვენ არ ვერევით იმაში”, – განაცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისს.

კომენტარები
იტვირთება...