მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქიის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარს ღვთისმსახურება შეუჩერა

სოფელ ბალდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ კაციამ ღვთისმსახურება შეუჩერა.

მღვდლის განცხადებით, მიზეზი გახდა მისი განცხადება რომლის მიხედვითაც სასულიერო პირი საღმრთო ლიტურგიისას ლოცვებში პატრიარქს არ მოიხსენიებს, ვიდრე სიმართლე არ გაირკვევა.

“მე, არქიმანდრიტი ათენივერი, ჭყონდიდის სოფელ ბალდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ვერ ვიხსენიებ კათოლიკოს პატრიარქს მისი რეგალიეთი. იმიტომ, რომ მასზე იყო ადამიანი ჩემთან მოსული მამათმავლობის ბრალდებით და მთხოვდა შველას. მე მივმართე იმ დროს მმართველ მღვდელმთავარს და მისგან იყო ნათქვამი, რომ ის იყო ასეთი საქმეების კურსში და ის ამას სინოდის სხდომაზე დააყენებდა, რაც მან შეასრულა, მაგრამ არ მისცეს საშუალება ამის ბოლომდე თქმის და მას მღვდელმთავრობა დაატოვებინეს. მე მითხრეს გვეცხოვრა ძველებურად, როგორც ვცხოვრობდით და მოლოდინით, რომ ეს ყოველივე გამოკვლეული იქნებოდა გიორგობის დღესასწაულის შემდეგ. მე ვეღარ ვაიძულე ჩემი თავი ლოცვითი მოხსენიებისა. ამ ფორმით გამოვხატავ ჩემ ტკივილს და ველოდები, რომ იქნება გაზიარებული. ძალით და შეკვეთილი უგულო ლოცვა ვერ შევძელი.” – ნათქვამია მამაოს წერილიში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად