მეუფე გრიგოლი: ვიმედოვნებ, არსებულ განსაცდელებს დავძლევთ, მაგრამ, წინ მძიმე გზა გველოდება

ამის შესახებ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, ფოთის საკათედრო ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღამისთევის მსახურებაის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მძიმე გზას გადის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დღევანდელ დღეს. ურთულესია მიმდინარე მოვლენები ყელასთვის , როგორც საზოგადოებისთვის ასევე ხელისუფლებისთვის და იმდენად რთულია, რომ ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდას ვაბარებთ.

საქართველო ჯერ კიდევ ვერ არის შემდგარი , როგორც სრულყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფო, არც ჩვენა ვართ შემდგარი როგორც თავისუფალი მოქალაქეები. რამდენჯერ გვითქვამს , რომ აი, ჩვენს ცნობიერებას მემკვიდრეობით მოყვება ძველი კაცი. სამწუხაროდ ზოგს არ ესმის ეს, ძველი კაცის სინდრომი რაში მდგომარეობს. მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ თვით ქრისტიანობაში მოსულები ჯერ კიდევ იმ კატეგორიებით ვსჯელობთ, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში დამკვიდრდა ათეიზმის ხანაში და ისე შევითვისეთ ის ცნობიერება, ისე შევიძინეთ ის უნარები და მეთოდები, რომლითაც საზოგადოებრივი ურთიერთობები მიმდინარეობდა , თუ მთელი რიგი სხვა საკითხები ხორციელდებოდა , რომ დღესაც ვერ ვართ გათავისუფლებულები.

ეკლესიაში ხარ, ხელისუფლებაში, თუ მოქალაქე ხარ უნებლიეთ სწორედ იმ უნარებით ხელმძღვანელობ და მოქმედებ აზროვნებაშია, თუ დანარჩენ სამყაროსთან მიმართებაშია, როგორიც მაშინ შეიძინე შენ და თუ ჩვენ გარდა ჩვენი სარწმუნოებისა, გარდა ჩვენი ეკლესიური ცხოვრებისა თუ დიდი ყურადღება არ დავუთმეთ ჩვენში აზროვნების განვითარებას, თუ არ ვისწავლეთ ანალიზი, პირველ რიგში საკუთარი ქმედებებისა და შემდეგ , უკვე ჩვენს ირგვლივ მიმდინარე საზოგადო მოვლენებისა კიდევ უფრო გაგვირთულდება ეს გზა.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავძლევთ ჩვენს წინაშე არსებულ დიდ განსაცდელებს, მაგრამ წინ კიდევ მაინც მძიმე გზა გველოდება, კიდევ ბევრი განსაცდელი გველოდება და მოდით ნუ გავურთულებთ ერთმანეთს ამ გზას და ამ ცხოვრებას, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ წლებით ნაშენები ერთ წამში დაინგრეს და ვიცოდეთ,რომ მარადიული ამ ქვეყნად არაფერია, მხოლოდ ღმერთია და მარადიულია ის, ვინც ამ ღმერთთან თანაზიარია,“- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად