მეუფე გრიგოლი: ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომეტარი გააკეთო ცოტა უხერხულია

“მე პირადად, კომენტარს ვუკეთებ მამების გამონათქვამებს, მაგრამ ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომეტარი გააკეთო ცოტა უხერხულია” _ ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ილია მეორის გუშინდელ განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა : ,,ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ“.

„გუშინ საერთიდ ტელევიზორი არ ჩამირთავს, საკმაოდ დატვირთული დღე მქონდა, ინფორმაციასთან წვდომა არ მქონია და რომც მქონოდა იგივეს გეტყიდით ალბათ, თუ ადამიანი არ ხარ საქმის კურსში და კონკრეტული შინაარსი სრული არ იცი,ასე ამოგლეჯილ ფრაზაზე კომენტარის გაკეთება ძალიან უმადური საქმეა. ეს ერთი, ახლა მეორე _ კათალიკოს პატრიარქი, ყოველთვის, 42 წლის მანძილზეც, მანამდე და დღესაც, მიუხედავად მისი ჭარმაგი ასაკისა, ახერხებდა და ახერხებს იმ აზრების გამოთქმას, რაც მას უნდა და რის თქმასაც საჭიროდ თვლის, ამიტომ რამე კომენტარი თუ შეიძლება ვინმემ გააკეთოს, ალბათ თვითონ უკეთესად განმარტავს. მესამე _ ჩვენს რეალობაში, მე პირადად კომენტარს ვუკეთებ მამების გამონათქვამებს, წმინდა წერილის განმრტებები იგივე კომენტარებია, მაგრამ ცოცხალი პატრიარქის სიტყვას კომენტარი გავუკეთო, ცოტა უხერხულია. არის ის ხალხი ვინც ამას გააკეთებს და ადამიანის ბიოგრაფიაში დგება დრო, როცა უკვე ყველა აკეთებს კომენტარს და საზოგადოდ ერთიანობაში აფასებს ადამიანის მოღვაწეობას“_ აღნიშნა მეუფე გრიგოლ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად