მეუფე გრიგოლი: თუ ადამიანებს ტაძარში მოსვლის შესაძლებლობა ექნებათ, სააღდგომო მსახურება გარეთ გაიმართება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ ადამიანებს ტაძარში მოსვლის შესაძლებლობა ექნებათ, მსახურება აუცილებლად გარეთ გაიმართება.

,,ნებისმიერ შემთხვევაში თუ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ტაძარში მოსვლისა, მაშინ მსახურება გაიმართება გარეთ აუცილებლად . ეს დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს იქ სადაც წყალკურთხევის ემბაზია, შეიძლება იქ აღსრულდეს მსახურება, სადავ ირგვლივ დიდი სივრცეა და ადამინებს ექნებათ საშუალება დაესწრონ , თუ ამის შესაძლებლობა მიეცათ მათ. თუ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ უამისოდ შესრულდება. უსისხლო მსხვერპლშეწირვა რასაც ჩვენ ლიტურღიას ვეძახით, აუცილებლად შესრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად