მეუფე გრიგოლი: რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს რომ გაეკეთებინა, ეს პრობლემა არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ყველა ინტსიტუციაში არსებობს პრობლემა, მაგრამ ამას აღიარება და დაძლევა სჭირდება.

“მე იმას ვფიქრობ, რომ ის რაც მეუფე იაკობმა აღასრულა ეს, რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა ალაბთ უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო ეს პრობლემები, რომლებიც არის, ალბათ არის. არ მეგულება ინსტიტუცია სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე , უბრალოდ ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა, ამას სჭირდება აღიარება, იდენტიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის, სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა და გადარჩენისა არ არსებობს,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა, კითხვაზე,  ხომ არ აპირებს საპატრიარქო მის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლების მონიტორინგს, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით ცოტა მეტია გასაკეთებელი.

“მე ვფიქრობ, რომ მონიტორინგი ერთგვარი საზედამხედველო ფუნქციაა, ყოველთვის ქონდა საპატრიარქოს და მეტ-ნაკლებად ახორციელებდა კიდევაც, როგორც ჩანს ცოტა მეტია გასაკეთებელი,“-განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლს თქმით, როცა სინოდი შეიკრიბება უნდა იმსჯელოს ყველა მნიშვნელოვან საითხზე რაც დღემდე არის დაგროვილი.

“სინოდი როდესაც შეიკრიბება იმედი მაქვს იმჯელებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე რაც დღემდე არის დაგროვილი, თუმცა ჩვენ არ ვიცით როდის შეიკრიბება სინოდი გესმით მიზეზთა და გარემოებათა გამო , იმ განსაცდელის გამო, რომელშიც დღეს ვიმყოფებით ყველა და ასევე ეკლესია მათ შორის” – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კომენტარები
იტვირთება...