მეუფე გრიგოლი: რამდენად დიდია სინოდის გავლენა ქვეყანაში, ამაზე ზოგიერთი გამოკითხვა მეტყველებს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სინოდი არ აპირებს რაიმე სახის ქმედებას მიმართოს, რადგან, როგორც მან აღნიშნა სინოდი არ არის აღმასრულებელი ორგანო,თუმცა გავლენა აქვს ქვეყანაში, მაგრამ რამდენად დიდია ეს გავლენა ამაზე ზოგიერთი გამოკითხვა და სინოდის თხოვნაზე გაცემული პასუხებიც მეტყველებს.

„ამ საკითხზე ჩემი აზრი და პოზიცია არერთხელ მაქვს დაფიქსირებული. არ შემიძლია ნამდვილად განვსაზღვრო ვინ რას და რატომ აკეთებს, მე შემიძლია ჩემს თასვზე ვაგო პასუხი, ჩემი ქმედება ავხსნა. ჩვენს ხელში ერთადერთი იარაღია სიტყვა, სიტყვას ვამბობთ და დანარჩენი, ვის რაშიც კონკრეტული შესაძლებლობები აქვთ, დანარჩენი მათ უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ამ მოვლენასაც ცოტა უფრო სულიერი თვალით სჭირდება დანახვა. სინოდი არ არის აღმასრულებელი ორგანო ქვეყანაში, რა თქმ უნდა დიდი გავლენა აქვს, მაგრამ რამდენად დიდია ეს გავლენა ამას გვიჩვენებს ზოგიერთი გამოკითხვა და სინოდის თხოვნაზე გაცემული პასუხებიც, ეს მეტყველებს რეალურ გავლენებზე“_ განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად