მეუფე გრიგოლი: პატრიარქის ბრძანებით, სინოდი წელიწადში ორჯერ კი არა, უფრო ხშირად უნდა შეიკრიბოს

პატრიარქმა ბრძანა, რომ სინოდის წევრები, წელიწადში ორჯერ კი არა , უფრო მეტად, ხშირად უნდა შევიკრიბოთ და რა უშლის ხელს ამ შეკრებას, ვერ გეტყვით _ ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, ნათლისღების სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. ასევე დასძინა, რომ მისთვის უცნობია, თუ რატომ არ ჩატარდა დეკემბრის თვეში დაგეგმილი სინოდის სხდომა.

,,მე ვიცი , რომ უნდა შეკრებილიყო წმინდა სინოდი და თუ რატომ არ შეიკრიბა, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა ვწუხვარ, რომ არ შეიკრიბა. ჩვენ ვიცით, რომ სულ ცოტა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია პატრიარქმა ბრძანა, რომ საერთოდ ორჯერ კი არა , უფრო მეტად, ხშირად უნდა შევიკრიბოთო და რა უშლის ხელს ამ შეკრებას, ვერ გეტყვით,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, დააყენებს თუ არა სინოდის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შუამდგომლობის საკითხს, ამბოს, რომ დღის წესრიგს თითონ არ ადგენს.

,,დღის წესრიგს მე არ ვადგენ და როგორც ნებისმიერი მღვდელმთავარი, ვეცდებით შესაძლებლობების ფარგლებში დავაყენოთ ყველა ის სკითხი, რაც მიგვაჩნია , რომ აქტუალურია. რა თქმა უნდა ერთ-ერთი აქტიუალური საკითხი სწორედ ეს არის,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად